საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ (2021-2022)

გაცნობებთ, რომ შექნილი ედიპემიოლოგიური სიტუაციის და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტობის კანდიდატთა წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (შესაბამისი ფაკულტეტის მითითებულ ელ. ფოსტაზე).


დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება დამატებით.

 

 

შეგახსენებთ წარმოსადგენ დოკუმენტაციას:
 


დოქტორნატობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს (23 – 31 აგვისტო):

 


 განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე (განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა);
 განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
 მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
 ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
 სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე (ფოტოსურათის CD-ზე მატერიალურად წარმოდგენა მოხდება მოგვიანებით, რის შესახებაც გეცნობებათ დამატებით)
 სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

გთხოვთ, ელ. ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ კანდიდატის სახელი და გვარი, ასევე თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის (ფაილის) დასახელება ემთხვეოდეს მის შინაარსს, მაგ: *განცხადება, *ფოტოსურათი, *პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, „უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

 

 

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ ელ. ფოსტაზე: phd@hum.tsu.ge.
 

აქვე გაცნობებთ, რომ უცხო ენასა და სპაციალობაში მიღებული შედეგების გასაჩივრება მოხდება დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. შედეგების გასაჩივრების მსურველმა კანდიდატმა საჭიროა თანდართული გასაჩივრების ფორმის (სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება, უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება) შევსების და მატერიალურად ხელმოწერის შემდგომ გადააგზავნოს თსუ-ს კანცელარიის ელ. ფოსტაზე - chancellery@tsu.ge

თარიღი: 20/08/2021